ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა ძალაში და ის 12 თვის განმავლობაში - მომავალი წლის 6 მარტამდე იმოქმედებს. შედეგად, აღნიშნული კატეგორიის პასპორტების მქონე პირებს შენგენის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებისთვის ვიზის მიღება მოუწევთ.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ თუ არსებული პრობლემები არ გადაიჭრება, შეზღუდვის ვადა შესაძლოა 24 თვემდე გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი უკვე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის გადახედვასაც განიხილავს.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს. მომხდარს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები საქართველოში - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკომისიის გადაწყვეტილებას განსხვავებულად აფასებენ.