ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიაღწიეს - როგორც თავად აცხადებენ, ისინი პროტესტის გაფართოებას გეგმავენ. როგოროც ცნობილია, ამ პროცესში 9 პოლიტიკური ჯგუფია ჩართული. პოლიტიკოსთა განცხადებით, შეთანხმებული გეგმის მთავარი მიმართულებები პროტესტის მასშტაბის გაზრდა, საერთაშორისო ვიზიტების გააქტიურება და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის გაფართოება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონებში შეხვედრებსა და საზოგადოებასთან აქტიურ დიალოგსაც დაეთმობა.
ოპოზიციის შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური ვითარება კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. ერთიანობის იდეას მხარს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც უცხადებენ. სწორედ ამ კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციები 7 მარტს ერთიანობის მარშის ჩატარებას გეგმავენ.