ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ინფორმაციით, სხდომა 11 მარტს ჩატარდება და განხილვის მთავარი თემა იქნება - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ პირობებში“.
დღის წესრიგის თანახმად, ევროპარლამენტარები ამ საკითხს ჯერ დებატების ფორმატში განიხილავენ, შემდეგ კი შესაბამის რეზოლუციას კენჭს 12 მარტს უყრიან.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვა ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე იგეგმება.