ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულს სასჯელის სახედ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2025 წლის 4 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მოხდა. ბრალდებულმა ავტომობილში მყოფ ადამიანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.შემდგომში ბრალდებულმა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილი მდინარის მიმართულებით დააგორა, თუმცა მანქანა ქვამ შეაჩერა. ბრალდებულს ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.