რუსულმა ძალებმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მსხვერპლი და დაშავებულები არიან - Palitra News

რუსულმა ძალებმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მსხვერპლი და დაშავებულები არიან

2026-03-07 12:42:36+04:00

რუსულმა ძალებმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მსხვერპლი და დაშავებულები არიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა და მეზობელი შენობაც დაზიანდა.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.