ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

2026-03-07 13:48:25+04:00

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა.

ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დარტყმები განახლდა, ლიბანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.