ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე ამოქმედებულია და ის ძალაში - Palitra News

ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე ამოქმედებულია და ის ძალაში

2026-03-07 17:07:14+04:00

ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე ამოქმედებულია და ის ძალაში 12 თვის განმავლობაში - მომავალი წლის 6 მარტამდე დარჩება. შედეგად, აღნიშნული კატეგორიის პასპორტის მქონე პირებს შენგენის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებისთვის ვიზის აღება მოუწევთ.

ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, შეზღუდვა შესაძლოა 24 თვემდე გახანგრძლივდეს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის გადახედვაც დაიწყოს.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებზე. გადაწყვეტილებას საქართველოში უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკომისიის ნაბიჯს განსხვავებულად აფასებენ. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე ქართველი პოლიტიკოსები - მათი შეფასებები სალომე ჯაფარიძემ მოისმინა და ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.