ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიაღწიეს - როგორც თავად აცხადებენ, რომ პროტესტის გაფართოებას გეგმავენ - Palitra News

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიაღწიეს - როგორც თავად აცხადებენ, რომ პროტესტის გაფართოებას გეგმავენ

2026-03-07 17:10:15+04:00

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიაღწიეს - როგორც თავად აცხადებენ, რომ პროტესტის გაფართოებას გეგმავენ. პროცესში, მათი თქმით, ამ ეტაპზე 9 პოლიტიკური ჯგუფი მონაწილეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები პროტესტის მასშტაბის გაზრდა, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და მოსახლეობასთან პირდაპირი ურთიერთობის გაძლიერება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში შეხვედრებსა და საზოგადოებასთან დიალოგის გაფართოებას დაეთმობა.

ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება კოორდინირებულ მოქმედებას საჭიროებს. ერთიანი მოქმედების იდეას მხარს სამოქალაქო სექტორის ნაწილიც უჭერს. სწორედ ამ კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციები 7 მარტს ერთიანობის მარშის ჩატარებას გეგმავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამომავლო მოქმედებების დეტალებზე მუშაობას აგრძელებენ.