საქართველოში უცხო ქვეყნების მხრიდან კადრების შესაძლო რეკრუტირებასთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებზე გამოძიება დაიწყო - Palitra News

საქართველოში უცხო ქვეყნების მხრიდან კადრების შესაძლო რეკრუტირებასთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

2026-03-07 17:11:28+04:00

საქართველოში უცხო ქვეყნების მხრიდან კადრების შესაძლო რეკრუტირებასთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებზე გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სხვადასხვა პირი საჯაროდ ავრცელებდა განცხადებებს, სადაც საუბარი იყო საქართველოში უცხო ქვეყნების მიერ კადრების გადაბირებაზე და გარკვეულ შემთხვევებში ტერორიზმთან შესაძლო კავშირებზეც კეთდებოდა მინიშნებები. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ განცხადებების შინაარსსაც სწავლობენ და ასევე ინტერესდებიან იმ მოტივაციით, რის გამოც საქართველოს მსგავსი ბრალდებები წაუყენეს.სუს-ის განმარტებით, განცხადებების ავტორებს საგამოძიებო ორგანოები კითხვებს დაუსვამენ და მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოძიებას კონკრეტული ფაქტობრივი ინფორმაცია მიაწოდონ.