იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.