დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა - მას 82 წელი შეუსრულდებოდა - Palitra News

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა - მას 82 წელი შეუსრულდებოდა

2026-03-07 17:14:11+04:00

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა - მას 82 წელი შეუსრულდებოდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში მისი ხსოვნა პატივით გაიხსენა. ოფიციალურმა პირებმა ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ღვაწლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს.

ჟიული შარტავა საქართველოს პირველი ეროვნული გმირია. იგი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს დახვრიტეს. მისი სახელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩება.