ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ იმატებს - ისრაელი ირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების გაგრძელების შესახებ აცხადებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იერიშების შედეგად დაზიანებულია მიწისქვეშა რაკეტების საწარმო და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო აკადემია. სამხედროების ცნობით, თეირანსა და ცენტრალურ ირანში საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში ისრაელის საჰაერო ძალების 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა და საერთო ჯამში 230 ბომბი ჩამოაგდო.