თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს

2026-03-07 20:16:34+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს.გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება. სანიკიძეს გამოკითხვამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.ამავე საქმეზე სასამართლოში გამოკითხვაზე დაბარებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკიც. მათაც ჩვენების მიცემა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოუწევთ.როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის ან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. სავარაუდოდ, გამომძიებლების კითხვები პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება, სადაც საქართველოში ირანის გავლენის ზრდაზე იყო საუბარი.