ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ უკვე ძალაში შევიდა - Palitra News

ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ უკვე ძალაში შევიდა

2026-03-07 20:17:34+04:00

ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ უკვე ძალაში შევიდა. შეზღუდვა 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს და მომავალი წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

ამის შედეგად აღნიშნული კატეგორიის პასპორტის მფლობელებს შენგენის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებისთვის ვიზის მიღება მოუწევთ. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, შეზღუდვის ვადა შესაძლოა 24 თვემდე გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო რეჟიმის გადახედვაც დაიწყოს.

ევროკომისიის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს. გადაწყვეტილებას საქართველოში უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან.