ლიბანის ჯანდაცვის უწყება - ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 400-მდე ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ლიბანის ჯანდაცვის უწყება - ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 400-მდე ადამიანი დაიღუპა

2026-03-08 17:42:19+04:00

ლიბანში ისრაელთან შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა, - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რაკან ნასერედინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 83 ბავშვი და 42 ქალია.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმებს 294 ადამიანი ემსხვერპლა.