უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ერთ კვირაში 1 750 დრონი გაუშვა. მისივე თქმით, რუსებმა, დრონების გარდა, 1 530 მართვადი საჰაერო ბომბი და 39 რაკეტა გაუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინელებმა აღნიშნული საჰაერო სამიზნეების უმეტესობა გაანადგურეს. ზელენსკის თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ამ ფონზე, უკრაინა და აშშ-ს დელეგაციები თანამშრომლობას აგრძელებენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამართავენ დელეგაციები სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებულ შეხვედრას.