ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია უკვე საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს შეხვდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ დელეგაციასთან კონკრეტული გზავნილები ექნებათ. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების საქმეებზე და საპროტესტო აქციების დარბევისას სავარაუდოდ გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზე გამახვილდება. ხელისუფლების ოპონენტეი კიდევ ერთხელ მოითხოვენ ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების საქმის საერთაშორისო გამოძიებას. საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი 10 მარტს დასრულდება.