ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე აამოქმედა. ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას ვიზის აღება მოუწევთ. ამავედროს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის გარე საზღვრებზე შესასვლელად გაძლიერებულ შემოწმებას გაივლიან. ეს მექანიზმი მონაცემთა ბაზებში მგზავრის დამატებით გადამოწმებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწტყვეტილებები ევროკომისიამ გასულ კვირას დაამტკიცა, მიზეზად კი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ასავლურ ცივილიზაციას სულ უფრო შორდება, ამაზე პასუხისმგებელი კი ქართული ოცნების გუნდია.