გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის თანახმად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება - Palitra News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის თანახმად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება

2026-03-09 09:22:28+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის თანახმად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები. ასევე, გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რაც უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოფს ყველა სახის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას. რეფორმის ფარგლებში, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სატყეოს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, გიორგი თათარაშვილი წარადგინა.