“ვისოლმა“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელის - „ვიგოს“ განვითარება დაიწყო - Palitra News

“ვისოლმა“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელის - „ვიგოს“ განვითარება დაიწყო

2026-03-09 10:18:57+04:00

“ვისოლმა“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელის - „ვიგოს“ განვითარება დაიწყო. ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და მაღალი ხარისხის საწვავს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს.

„ვიგო“ დღეს უკვე 15-მდე ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს საქართველოს ყველა კუთხეში.

“ვიგო” იფიციალურად გაიხსნა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე და ასევე გურჯაანშიც.