ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ამოქმედებულია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას ვიზის აღება მოუწევთ. როგორც ჩანს, სწორედ საქართველო აღმოჩნდა ის პირველი ქვეყანა, რომელთან მიმართებითაც ევროკავშირმა ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმი გამოიყენა. ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის გარე საზღვრებზე შესასვლელად გაძლიერებულ შემოწმებას გაივლიან. ეს მექანიზმი მონაცემთა ბაზებში მგზავრის დამატებით გადამოწმებას ითვალისწინებს. ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ქართული ოცნება შეზღუდვების საფუძველს ვერ ხედავს. შესაძლოა თუ არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება საქართველოის მოქალაქეებს შეეხოს?