ირაკლი კობახიძე - მახსოვს, როცა სააკაშვილი ერთი და იმავე ობიექტს 5-ჯერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იმავე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის - Palitra News

ირაკლი კობახიძე - მახსოვს, როცა სააკაშვილი ერთი და იმავე ობიექტს 5-ჯერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იმავე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის

2026-03-09 15:17:15+04:00

მახსოვს, როდესაც სააკაშვილი ერთი და იმავე ობიექტს 5-ჯერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იმავე სავიზო რეჟიმი, დიპლომატიური პასპორტებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა კურსი უნდა გაასწოროს.

„მახსოვს, როდესაც სააკაშვილი ერთი და იმავე ობიექტს 5-ჯერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იმავე სავიზო რეჟიმი, დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტი. უმდაბლეს დონეზეა დასული ევროპული ბიუროკრატია. ჩვენთვის ეს საკითხი არ არის საინტერესო. ეს ორმაგ სტანდარტებს აჩვენებს და სრულ განუკითხაობას, რომელიც არსებობს ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს შექმნილი მდგომარეობა კი ტრაგიკულია.

ამას კი ძალიან მარტივად მოვაგვარებთ, შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში.

ჩვენ სწორი კურსი გვაქვს, თუმცა კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა. ევრობიუროკრატია სად მიაქანებს ევროკავშირს, არ ვიცი.

ჩვენ კურსი გასწორებული გვაქვს, ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა. ჩვენ კურსი გასწორებული გვაქვს, თუმცა კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ ვერ გაასწორა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.