"ოპოზიციური ალიანსი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების ჩატარებას აანონსებს - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

"ოპოზიციური ალიანსი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების ჩატარებას აანონსებს - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2026-03-09 15:50:50+04:00

ოპოზიციური ალიანსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების ჩატარებას აანონსებს. საზოგადოებისთვის თარიღები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა: ქართული ოცნების ხელისუფლების არაღიარება და საერთაშორისო ვიზიტები.ქართული ოცნების შეფასებით, ოპოზიციური ალიანსი არ არსებობს და სინამდვილეში ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მათივე სიტყვებით კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლისთვისაც ამოსავალი წერტილი გარე ძალების მსახურებაა. ოპოზიციური ალიანსი ქართული ოცნების წინაარმდეგ - შეიძლება თუ არა შეიცვალოს პოლიტიკური კონიუქტურა?