საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-09 15:57:16+04:00

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ოპოზიციას კრიტიკული დასვნის მოლოდინი აქვს. მანამდე დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდა. საუბარი შეეხო ოკუპაციას, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებსა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ქართული ოცნების ინფორმაციით, საპროტეტო აქციებთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მმართველი გუნდის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გავლენისგან ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად დაცულია და ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრიუსელიდან თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, კრიტიკის გარეშე არ მიიღონ.