ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო იერიში განახორციელა. ლიბანური მედიის ინფორმაციით, გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლის დიდი ღრუბლები, რომლებიც ლიბანის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან ამოდის. დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფინანსური ფირმის, ფილიალებს დარტყმას მიაყენებდნენ. აშშ-ის ომის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ მზადაა, ირანთან ომში წარმატების მისაღწევად იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭიროა. მისი თქმით, აშშ გამარჯვებისთვის იბრძვის და ირანის კაპიტულაციის პირობებს დონალდ ტრამპი დაადგენს. რა ხდება კონფლიქტის ზონაში.