თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს - Palitra News

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს

2026-03-09 17:37:48+04:00

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.

„ირანიდან გაშვებული და თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული ბალისტიკური საბრძოლო მასალა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით გაანეიტრალეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოგერიებული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტსაც განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.