ანი ნადარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც! - ესაა ჩემი კომენტარი - Palitra News

ანი ნადარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც! - ესაა ჩემი კომენტარი

2026-03-09 19:50:07+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაია-ს მეუღლე ანა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი ქმრის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

„ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც! – ესაა ჩემი კომენტარი,“ – წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქზე".

ინფორმაციისათვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამოძიება სსკ-ის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც დამხობის მოწოდებას გულისხმობს. კ

საქმე ეხება ბაჩო ახალიას სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას - „ივანიშვილი არის დასამხობი“.

უფრო კონკრეტულად, ახალაიას მეუღლემ გუშინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა ვიდეო და დაწერა, რომ ჩანაწერი არის ბაჩო ახალაიას დახურული სასამართლო პროცესიდან, რომელშიც ბაჩო ახალაია ამბობს:

„მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ.

მინდა, გთხოვოთ ყველს, რომ არ დაუჯეროთ არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ არ იქნება მეტი შურისძიება, სამართლიანი შურისძიება იქნება ის, რასაც მოიტანს ამ ხალხისთვის,მჩაგვრელის წინააღმდეგ. გამარჯვება აუცილებლად", - აცხადებს პროცესზე ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზეა ბრალდებული, მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.