საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „ქართული ოცნების“, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მათ ეუთო-ს დელეგაციის მხრიდან კრიტიკული დასვნის მოლოდინი აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან არსებულ ოკუპაციას, ამით გამოწვეულ საფრთხეებსა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საპროტეტო აქციებთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.