თბილისის სახელმწიფო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან - Palitra News

თბილისის სახელმწიფო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან

2026-03-09 20:56:44+04:00

ამ წუთებში ილიას, თბილისის სახელმწიფო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან.

თავდაპირველად ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი დემონსტრაციამ თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა. მომიტინგეები განათლების რეფორმას და მის ფარგლებში უნივერსიტეტებში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, განათლების სამინისტროსთან იმისთვის მიდიან, რომ საკუთარი სათქმელი განათლების მინისტრ გივი მიქანაძემდე მიიტანონ.