სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 30 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.
ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს - სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე.
ამასთან, დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და შპს „არტიფექსის“ დირექტორი.