ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ომის დასასრულს ჩვენ განვსაზღვრავთ - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ომის დასასრულს ჩვენ განვსაზღვრავთ

2026-03-10 09:05:08+04:00

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ირანი განსაზღვრავს.

„ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს. რეგიონის მომავალი სტატუსი ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თეირანი არ დაუშვებს რეგიონიდან ერთი ლიტრი ნავთობის ექსპორტსაც, თუ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ის მალე დასრულდება და თუ კვლავ დაიწყება, ირანს კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიადგება.