ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია პრემიერ-მინისტრს შეხვდება - Palitra News

ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია პრემიერ-მინისტრს შეხვდება

2026-03-10 09:28:19+04:00

დღეს, ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია პრემიერ-მინისტრს შეხვდება. დელეგაცია მოსაზრებებს გაცვლის საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან. იქამდე დელეგაციამ საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციები მოისმინა „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, შეხვედრაზე ის გზავნლები გააჟღერეს, რაც მათი შეფასებით, მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს. მათი თქმით, ყურადღება ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებზე გამახვილდა. მათ საერთაშორისო ორგანიზაციისგან გვერდში დგომის იმედი აქვთ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე არგუმენტირებულად ისაუბრეს.