რა ეტაპზეა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები? - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საქართველო სტრატეგიულ პარტნიორს ჩამოაშორა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ურთიერთობები იქამდე არ გადაიტვირთება, ვიდრე, მმართველი პარტია პოლიტიკას არ შეცვლის. „ქართულ ოცნებაში“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობას გამოთქვამენ. მათი მტკიცებით, საპარლამენტო დელეგაციის ამერიკაში ბოლოდროინდელი ვიზიტი ამის დასტურია.