რა ეტაპზეა „ოპოზიციური ალიანსის“ მუშაობა და რა არის გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი?! - ალიანსის წევრი პოლიტიკოსები ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საერთო ძალებით ხელისუფლებას უფრო ძლიერ ოპონირებას გაუწევენ. მათი მთავარი მიზანი ქვეყნის პროდასავლურ კურსზე დაბრუნება და „ქართული ოცნების“ დამრცხებაა. ალიანსს არ უერთდება „ლელო-ძლიერი საქართველო,“ რომელიც ბრძოლის საკუთარ გზას ირჩევს. ყოფილი პრემიერის - გიორგი გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნიდან უპირისპირდებიან. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის გაერთიანებას ირონიით აფასებენ და ამბობენ, რომ მათი ყველა იდეა მარცხისთვის არის განწირული.