შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე - ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?! - Palitra News

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე - ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!

2026-03-10 11:48:14+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში ევროკომისიის მხრიდან, ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღების შესახებ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი არც ამ შემთხვევაში მოიხდის ბოდიშს.

„საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს. მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა.

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!”- წერს პაპუაშვილი.