რა ეტაპზეა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციის შეხვედრა სახალხო დამცველთან და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რა ეტაპზეა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციის შეხვედრა სახალხო დამცველთან და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-10 12:39:24+04:00

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია მეორე დღეა შეხვედრებს მართავს. დღეს, ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, დიალოგი შედგება სახალხო დამცველთან. დღის წესრიგით გათვალისწინებულია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლიან საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. აუდიენცია შედგება შინაგან საქმეთა მინისტრთანაც და მიხეილ ყაველაშვილთან. ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობასა და დიალოგზე მზაობას ადასტურებს მთავრობის მეთაური. შეხვედრებს დადებითად აფასებენ მმართველი გუნდის სხვა წევრები. თავის მხრივ, დელეგაციასთან დიალოგით კმაყოფილია ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს გუშინ ის გზავნილები გაუზიარეს, რომლებიც მათი აზრით, მთავარ გამოწვევებს ეხება. ეუთოს დელეგაციის მეორე დღის გეგმა - რა ეტაპზეა შეხვედრა სახალხო დამცველთან?!