ოპოზიციური ალიანსი სამოქმედო გეგმაზე საუბრობს. ხელმომწერი პარტიების აზრით, შემდგარი ერთიანობა, ყველაზე ეფექტური ერთობაა, რომელიც აქამდე შექმნილა. ხელისუფლების ოპონენტებს მოსაზრებას მთავრობის მეთაურის ის განცხადებაც უმყარებს, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება მოუწევს. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე საჭირო გახდება დასახელებების შეცვლა. ალიანსისთვის ეს მმართველი გუნდის შიშის გამოხატულებაა. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის გაერთიანებას ირონიით აფასებენ და ამბობენ, რომ მათი ყველა იდეა მარცხისთვის არის განწირული.