დონალდ ტრამპი - ფასის შემცირების მიზნით ნავთობთან დაკავშირებულ ზოგიერთ სანქციას ვაუქმებთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ფასის შემცირების მიზნით ნავთობთან დაკავშირებულ ზოგიერთ სანქციას ვაუქმებთ

2026-03-10 12:48:07+04:00

ახლოაღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - არის თუ არა რესურსი კონფლიქტის დეესკალაციისთვის ან ჩანს თუ არა, დაპირისპირების დასრულების ნიშნები - კონკრეტული პასუხი მხარეებს არ აქვთ, პროგნოზები კი განსხვავებულია. აშშ ომის მალე დასრულებას ვარაუდობს. სამხედრო ოპერაციით დონალდ ტრამპი კმაყოფილია. ამბობს, რომ იმ დაპირებას ასრულებს, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს ირანის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით გასცა. თავსი მხრივ, ირანული მხარე იუწყება, რომ ომის დასრულებას თავად განსაზღვრავენ და იქამდე არ დაუშვებენ, ერთი ლიტრი ნავთობის ექსპორტსაც, ვიდრე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება. აშშ კი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის დაყოვნების შემთხვევაში, ირანს დარტყმებით ემუქრება.