ნავთობზე ფასის შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპი რამდენიმე ქვეყნისთვის დაწესებულ საქნციებს აუქმებს - Palitra News

ნავთობზე ფასის შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპი რამდენიმე ქვეყნისთვის დაწესებულ საქნციებს აუქმებს

2026-03-10 13:53:30+04:00

ნავთობზე ფასის შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპი რამდენიმე ქვეყნისთვის დაწესებულ საქნციებს აუქმებს. ეს გადაწყვეტილება მან ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა, და დასძინა, რომ მანამდე დაწესებული საქნციების გაქუმება ნავთობის ბაზრებზე ვითარების დასტაბილურებამდე მოხდება, თუმცა არც ის გამორიცხა ვითარება ისე შეიცვალოს, რომ ამ სანქციების ხელახლა ამოქმედება აღარც კი გახდეს საჭირო. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდ ფოქს ბიზნესზე, ამერიკის ფინანსთა მინისტრის განცხადება, სადაც მან ისაუბრა შესაძლებლობაზე, რომ ნავთობის გადაზიდვებში შექმნილი წყვეტების გამო, ვოშინგტონმა შესაძლოა რუსეთისთვის ნავთობზე დაწესებული სანქციები შეასუსტოს. დიდი შვიდიანისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებამ საჭიროების შემთვევაში სტრატეგიული მარაგების გახსნის შესახებ მსოფლიო ბირჟებზე ფასის ზრდა შედარებით დაამშვიდა. გუშინდელი 114 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ, დღეს დილიდან ბარელი ნავთობი მსოფლიო ბირჟებზე 100 დოლარს ჩამოსცდა და 88-92 დოლარის ფარგლებში ივაჭრება. თავის მხრივ, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ნავთობის სტრატეგიული მარაგის გამოთავისუფლება შესაძლოა, ბაზარზე ძლიერ ჩარევად იქცეს, ამიტომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ამ ინსტრუმენტის გამოსაყენებლად შესაფერის მომენტს ელოდება. ირანის კონფლიქტში ჩართული რეგიონის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი და თავად ირანი გლობალური ნავთობმოპოვების, თითქმის, მესამედს უზრუნველყოფენ, რაც დღეში, დაახლოებით 30 მლნ ბარელია. ამიტომ, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნავთობის ბაზრებზე მთავარი პრობლემა დღეს მოპოვება კი არა, არამედ მისი ტრანსპორტირებაა. შესაბამისად, ახლა დიდი შვიდეულის მიერ ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის საუდის არაბეთიდან ნავთობის ალტერნატიული გზებით მიწოდება და მსოფლიო მასშტაბით მათ საკუთრებაში არსებულ საცავებში განთავსება.