მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე გუშინ დაქფიქსირებული 100 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ დღეს საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უკვე გაძვირდა - Palitra News

მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე გუშინ დაქფიქსირებული 100 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ დღეს საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უკვე გაძვირდა

2026-03-10 13:54:36+04:00

მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე გუშინ დაქფიქსირებული 100 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ დღეს საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უკვე გაძვირდა. არადა მანამდე გაკეთებულ განცხადებებში ნავთომიმპორტიორთა ასოციაცია ირწმუნებოდა, რომ კომპანიებს სულ მცირე ორი კვირის მარაგები ჰქონდათ ძველი ფასით შეძენილი, და ფასის კორექტირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც ბაზარზე ახალი, გაზრდილი ფასით შემოსული მარაგები შემოვიდოდა. დღეს დილიდან საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის კატეგორიების მიხედვით, ლიტრზე ფასი მინიმუმ 2 თეთრით და მაქსიმუმ 18 თეთრითაც კი გაიზარდა. არადა დღეს როგორც უკვე გითხარით, მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე, როგორც საწვავის ისე გაზის ფასი კლებაშია და ასე 13-17%-ის ფარგლებში მცირდება.