თებერვალში სავალუტო რეზერვები, რეკორდულ, 6.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - Palitra News

თებერვალში სავალუტო რეზერვები, რეკორდულ, 6.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

2026-03-10 13:55:15+04:00

თებერვალში სავალუტო რეზერვები, რეკორდულ, 6.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამ წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები თითქმის 359 მლნ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.„საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდ 432 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარში წმინდა შესყიდვები 86.6 მლნ დოლარი იყო“. ნათქვანმია სებ-ის მიერ გავრცელებულ რელიზში. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს შეადგენს, რაც 1 მილიარდ 198 მილიონ 400 დოლარის შესაბამისია. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით რეზერვების დივერსიფიცირების ეფექტურობით აიხსნება.