მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი გაძვირდა.
2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7 პროცენტით. საქსტატის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცვლილება თვის ჭრილში, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი შემცირებით, რამაც მინუს 4.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი ზრდა 4.3 პროცენტით კი უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 18.8 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8 პროცენტიანი ზრდით. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24 პროცენტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში./