საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია კობახიძის მისალოც წერილში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მსგავსი მილოცვა გასაკვირი არ არის და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მმართველმა გუნდა საქათველოს ევროპული კურსი შეცვალა.