ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც ხუხაშვილმა უწყებაში შესვლამდე აღნიშნა, სუს-ში მისი დაბარება შესაძლოა, იმ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ირანთან დაკავშირებით გუშინ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საფრთხე რეალურია, შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია. დღეს კი ხუხაშვილმა განმარტა, რომ მას არაფერი უთქვამს კონკრეტულად საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყებაზე და საკუთარ განცხადებაში მთლიანად რეგიონს გულისხმობდა.