სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - აშშ-ის მიერ იარაღის ნაწილის სამხრეთ კორეიდან ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ვერ შევაჩერებთ - Palitra News

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - აშშ-ის მიერ იარაღის ნაწილის სამხრეთ კორეიდან ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ვერ შევაჩერებთ

2026-03-10 15:47:49+04:00

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ნებისმიერ არაბულ ან ევროპულ ქვეყანას, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის ელჩებს თავისი ტერიტორიიდან გააძევებს, ჰორმუზის სრუტეში შეუზღუდავი გავლის უფლება მიეცემა. მათი განცხადებით, ამ ქვეყნებს „სრული უფლება და თავისუფლება“ ექნებათ ჰორმუზის სრუტე ტრანზიტის განხორციელებისთვის გამოიყენონ, თუ ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ როგორც ისრაელთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. მანამდე კი დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.