ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიხეილ ყაველაშვილს, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა მინისტს შეხვდა - რა აქვს სათქმელი ქართულ მხარეს დელეგაციისთვის - Palitra News

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიხეილ ყაველაშვილს, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა მინისტს შეხვდა - რა აქვს სათქმელი ქართულ მხარეს დელეგაციისთვის

2026-03-10 15:53:05+04:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების მესამე დღე - დელეგაცია მიხეილ ყაველაშვილს, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა მინისტს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხება. "ქართული ოცნება" მზაობას გამოთქვამს დიალოგისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ეუთოს ხარდაჭერის იმედი აქვს ოპოზიციასაც, რომელიც დელეგაციას გუშინ შეხვდა. ოპონენტების მტკიცებით, ყველას კარგად ესმის, რომ არსებულ პირობებში დიალოგის სივრცე არარსებობს და სიტუაციის განსამუხტად საჭიროა რეპრესიების დასრულება, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. რა პოზიცია აქვს ეუთოს საპარლემენტო ასამბლეას და რა აქვს სათქმელი ქართულ მხარეს დელეგაციისთვის?