ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისი საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს. როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ძირითადად მის გუშინდელ კომენტარებს შეეხებოდა, სადაც ის ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საუბრობდა.ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში შფოთს აჩენს და შესაძლოა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს. თავად ექსპერტი კი ფიქრობს, რომ შესაძლო რისკებზე საუბარი სწორედ უსაფრთხოების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს. კიდევ რაზე საუბრობს გია ხუხაშვილი და როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს პოლიტიკური მხარეები?