ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება კვლავ მწვავე ფაზაშია. აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ირანის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო დარტყმები გრძელდება.მედიის ინფორმაციით, მთავარი სამიზნეა სამხედრო ბაზები, სარაკეტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები, მათ შორის დედაქალაქ თეირანის მიმდებარე ტერიტორიები. ამის საპასუხოდ, ირანი ისრაელის მიმართულებით სარაკეტო და დრონებით შეტევებს აგრძელებს, ასევე სამიზნედ იღებს რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს.საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, კონფლიქტის ესკალაცია მთელ რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს ქმნის და სიტუაციის დეესკალაციის საჭიროებას კიდევ უფრო აძლიერებს.