საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო აკრიტიკებენ - Palitra News

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო აკრიტიკებენ

2026-03-11 09:30:53+04:00

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო აკრიტიკებენ.

სამი ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები აღნიშნავენ, რომ 4 მარტს მიღებული ახალი რეგულაციები სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების გამკაცრებულ მიდგომაზე მიუთითებს. მათი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროპელი მინისტრების განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები საქართველოში, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია თემას განსხვავებულად აფასებენ.