ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, - Palitra News

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა,

2026-03-11 09:32:49+04:00

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, ხოლო მათი საბოლოო შეფასება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები შეხვდნენ როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთანაც. ვიზიტის დასრულებისას კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიტრომაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში დიალოგის ნაკლებობას, პარლამენტის ბოიკოტს და ძალადობის შემთხვევებს. ამავე შეხვედრაზე ირაკლი კობახიძესთან მან აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებმაც სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადეს, საპატიმროებიდან უნდა გათავისუფლდნენ. მმართველ გუნდში ვიზიტს პოზიტიურად აფასებენ და ანგარიშის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ, მაშინ როცა ოპოზიცია დელეგაციის მხრიდან უფრო კრიტიკულ შეფასებებს ელოდება.